“მადამ პრეზიდენტს ურჩევნია Facebook-ზე მესიჯების წერას, კეთილი ინებოს და ამნისტიის კანონს ხელი მოწეროს” – ზარქუა

“მადამ პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევია ურჩევნია, ამ Facebook-ზე მესიჯების წერას, კეთილი ინებოს და ამნისტიის კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო ხელი მოაწეროს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

დეპუტატის თქმით, 1000-მდე პატიმარი ელოდება პრეზიდენტის ხელმოწერას.

“1000-მდე პატიმარი ელოდება ამ ჯიუტი პრეზიდენტის ხელმოწერას, ასევე დაახლოებით 6000-მდე პატიმარი ვადების შემცირებას.

ჯიუტობს! ხელი მოაწეროს, ქალბატონო პრეზიდენტო მოაწერეთ ხელი! ერთხელ მაინც გააკეთეთ ის, რაც ქართველი ხალხის და ქართველი ოჯახების ინტერესშია. ერთხელ მაინც იყავით ამ ქვეყნის რეალური პრეზიდენტი,”- აცხადებს ირაკლი ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები