ბოჭორიშვილი – აშშ-ზე: ბოლო პერიოდში ისეთ ნაბიჯებს ვხედავთ, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს

“ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არასერიოზული საქციელი და ნაბიჯი იყო, ერთ დღეში არაფერი შეცვლილა, არც მოწვევის გამოგზავნა და არც მოწვევის გაწვევა”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.

მისი თქმით, არ შეიძლება, ეს სერიოზულ ნაბიჯად იქნეს აღქმული.

„არ შეიძლება, ეს სერიოზულ ნაბიჯად აღვიქვათ. ეს ერთადერთ რაიმეს ემსახურებოდა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ჰქონდეს და ეს იყო რამდენიმედღიანი დღის წესრიგის შექმნის მცდელობა. ბოლო პერიოდში ისეთ ნაბიჯებს ვხედავთ, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს. რთულია, მსგავსი ნაბიჯებით ერთმანეთთან პარტნიორობაზე ვისაუბროთ. ჩვენთვის ამერიკასთან ურთიერთობა ძვირფასია და ასეთი ნაბიჯები სტრატეგიულ პარტნიორობას არ ეხმარება, პირიქით, მიმართულია მისი შესუსტებისკენ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები