“როგორ შეიძლება, მარგველაშვილი ჩასვა სიაში, რომელიც თავის პირით ამბობს, რომ არის პლასტელინის კაცი და მოერგება ნებისმიერ სიტუაციას” – გურამ მაჭარაშვილი

“ახლა, როცა გაჟღერდა სია, “ლელოსი” იქნება ეს თუ გახარიასი – ეს ჰგავს დაახლოებით საწარმო რომ ამოყიდვებზე მუშაობს და დაბალ ფასად ცდილობს მეორადების გასაღებას, ზუსტად ეს არის სიას რომ გადახედავ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“როგორ შეიძლება, მარგველაშვილი ჩასვა სიაში, რომელიც თავისი პირით ამბობს რომ არის პლასტელინის კაცი და მოერგება ნებისმიერ სიტუაციას, როგორც დასჭირდება. შესაბამისად, ღმერთმა შეარგოს ხაზარაძეს, ეტყობა ხაზარაძის სახე გადაიკეთა მარგველაშვილმა პლასტელინისგან – როგორც თვითონ ამბობს, მე მხოლოდ მის სიტყვებს ვიმეორებ. ცნობილია, ხაზარაძემ რაც კი ნეგატივი იყო პოლიტიკაში ყველა მიიზიდა ასეთი ნიჭი და უნარი აქვს.

გახარიაზე არც ვსაუბრობ, რომელმაც თავისივე გუნდის წევრი გადააგდო, ქობალიამ ის პირდაპირ ამხილა, რომელსაც ჰპირდებოდა მეორე თუ მესამე ნომერს, ჯერ იმის თავში ჩამახედა, გახარია მეორე და მესამე ნომერს გპირდება რა პერსპექტივა აქვს რომ დათანხმდე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ცოტა მეტის ღირსია ის ადამიანი, რომელსაც დაპირების სჯერა,” – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები