კირცხალია – “ოცნების” საარჩევნო ბანერებზე: არის ლუსტრაცია, თუ რას ნიშნავს ომში ყოფნა და რა ავირიდეთ თავიდან

“არის ლუსტრაცია, თუ რას ნიშნავს ომში ყოფნა და რა ავირიდეთ თავიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, დამთავრდა ომი და სისხლის ღვრა.

“დარწმუნებულები იყავით, ეს მშვიდობის პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება. დამერწმუნეთ, საქართველოში ომი არ იქნება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცხოვროს მშვიდ გარემოში და მშვიდად განვითარდნენ.

ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს ომი, არეულობა და სისხლისღვრა. გვეყოფა ეს ყველაფერი, მოვრჩით ამდენ ომს. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. დავამთავრეთ ეს ომი, დავამთავრეთ ეს სისხლის ღვრა. აუცილებლად უნდა ვიაროთ მშვიდობით და ის ოკუპირებული 20% აუცილებლად მშვიდობით და თვით შერიგებით უნდა დავიბრუნოთ”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები