მდინარაძე – „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე: რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს, ბავშვები რომ არ დაიხოცოს, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას

„ამ ბანერებთან დაკავშირებით ისეთი ისტერიაა უკვე სოციალურ ქსელში ატეხილი, „ფეისბუქზე“ მიდის საშინელი რეაქციები ნაცაგენტურის მხრიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

“ისინი ამბობენ, რომ ეს რა საშინელებაა?! როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ბანერზე რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს?! რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს კი არა, რუსეთს იყენებენ, არ მოატრიალებენ არც ერთ წინადადებას ისე. რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს, ბავშვები რომ არ დაიხოცოს და საავადმყოფოები არ დაბომბოს, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი, რომ არ გვქონდეს ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ამისკენ მოგვიწოდებდნენ თვითონ და ჩვენ რატომ იყენებთო, როგორ გაბედეთ ფოტო გამოიყენეთო“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები