მდინარაძე – არჩილ თალაკვაძეზე: მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლებაც ჯერ არ მაქვს, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება

“არჩილ თალაკვაძე რამდენად პროფესიონალი კადრია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ეს ყველამ იცის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი გაჟღერების უფლებაც ჯერ არ აქვს.

მან განმარტა, თუ რატომ არ არის მმართველი გუნდის სრულ საარჩევნო სიაში არჩილ თალაკვაძე.

“არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლებაც ჯერ არ მაქვს, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება. ასევე, ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობს ბექა ოდიშარიასთან კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამასთან, კონსულტაციები მიმდინარეობს ხატია წილოსანთან ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დიპლომატიურ სამსახურში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” ცოტა ხნის წინ სრული საარჩევნო სია გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები