“პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩვენს როლს შუა კორიდორში, სადაც საქართველო თამაშობს საკვანძო როლს მთლიანად ამ პროექტში და კორიდორში” – ლევან მაჭავარიანი

“ჩვენმა პრემიერმა, პირველ რიგში, გამოხატა მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათი ტერიტორიული მთლიანობისადმი” – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე.

“მისი ძირითადი გზავნილები იყო, რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, ასეთი გამოწვევები როდესაც დგას ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად მსოფლიოს წინაშე, როგორი რთულია მშვიდობის შენარჩუნება, თუმცა ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და ასე გავაგრძელებთ მუშაობას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენს როლს შუა კორიდორში, სადაც, რა თქმა უნდა, საქართველო თამაშობს საკვანძო როლს მთლიანად ამ პროექტში და კორიდორში. არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენმა პრემიერმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. აგრეთვე, საერთაშორისო სააგენტოების რეიტინგებს, რითაც მოწინავე ადგილას ვართ და დემოკრატიის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ მოქმედ წევრ ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პრემიერის გზავნილი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ, რომ ჩვენ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები და გავაგრძელოთ სრულფასოვანი თანაცხოვრება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები