“ოპოზიციას განახლების რესურსი არ გააჩნია და ისინი იყენებენ იმ სახეებს, რომლებმაც საკუთარი ადგილი ვერ ნახეს” – ქადაგიშვილი
“ოპოზიციას, ფაქტობრივად, განახლების რესურსი არ გააჩნია და ისინი იყენებენ იმ სახეებს, რომლებმაც საკუთარი ადგილი ვერ ნახეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” წასული პოლიტიკოსების “ლელოში” და გახარიასთან გაერთიანებას ეხმაურება.
“ოპოზიციას ფაქტობრივად განახლების რესურსი არ გააჩნია და ისინი იყენებენ იმ სახეებს, რომლებმაც საკუთარი ადგილი ვერ ნახეს და დრო მოჭამეს ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, “ქართული ოცნების” შემადგენლობაში, იმათი რეკრუტირება დაიწყეს”, – აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, პარტია “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიაში ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი იმყოფებიან, “ძლიერ საქართველოს” კი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.