გორდულაძე – სალომე ზურაბიშვილზე: არ იქნება გამორიცხული, რომ ამნისტიის პროექტსაც ვეტო დაადოს

“არ იქნება გამორიცხული, რომ ამნისტიის პროექტსაც ვეტო დაადოს, ეს კიდევ ერთი “ნოუ-ჰაუ” იქნება და ამით შევა ქალბატონი სალომე ისტორიაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილი “კონსტიტუციის დარღვევით არის ცნობილი და ამ სახელს დატოვებს ისტორიაში”.

“სალომე ზურაბიშვილმა გამონახა დრო და შეიწყალა ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია აქციების დროს დანაშაულში, მაგრამ ვერ გამონახა დრო, რომ თავისი ხელმოწერა დაეფიქსირებინა და ის მსჯავრდებულები, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან და ამნისტიის შედეგად გათავისუფლდებიან, მათზე ხელმოწერის დრო ვერ ნახა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა, რომ ის დეტალურად სწავლობს ამნისტიის პროექტს და პუნქტობრივად გადის უკვე მიღებულ კანონს. ამის წარმოდგენა, რა თქმა უნდა, არავის არ აქვს. უბრალოდ, ამ ადამიანს არ აინტერესებს ადამიანი, არ აინტერესებს მსჯავრდებული და მხოლოდ იმ გადაწყვეტილებით არის დაკავებული, რომელიც კოლექტიური ნაცმოძრაობის წისქვილზე წყალს დაასხამს”, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები