ბაღდათი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ბაღდათი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები