კახა კალაძე: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნებში გამარჯვება კონსტიტუციური უმრავლესობით

„ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე – რატომ ესხმის „ქართული ოცნება“ „ლელოს“ თავს, საპასუხოდ აღნიშნა.
კალაძის თქმით, მმართველი პარტია იმ ბრალდებებისა და შეურაცხყოფისგან იცავს თავს, რომლებიც ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან ისმის.

მანვე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვება.

„ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს. იმდენი ცრუ ინფორმაცია, ბრალდება, შეურაცხყოფა მოვისმინეთ ბოლო თვეების, დღეების განმავლობაში, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნებში გამარჯვება კონსტიტუციური უმრავლესობით. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ყველა პარტია იბრძოლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები