ბექა დავითულიანი – „ნაცმოძრაობაზე” და გახარიას გუნდზე: რეგიონებში ყოველდღიური ყოფის დონეზე ქმნიან პრობლემებს – რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ
მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ნაცმოძრაობა“ გიორგი გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს.
„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული. იმ მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს, ადგილზე რაიონებში და რეგიონებში, ყოველდღიური ყოფის დონეზე ქმნიან პრობლემებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.