გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი – შსს
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი, 1 პირის ძებნა გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
ამ დროისთვის გურიაში, სტიქიის შედეგად უკვე ორი ადამიანია დაღუპული, მათგან ერთი ბავშვია.