სოფელ ჯუმათში სტიქიის შედეგად დაღუპული 15 წლის თორნიკე ჩხარტიშვილია

“კვირას” ინფორმაციით, გურიაში, სოფელ ჯუმათში სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედარი სოფელ ჯუმათის მცხოვრები, თორნიკე ჩხარტიშვილია. ის 15 წლის იყო.

ამ დროისთვის, გურიაში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

უახლესი ინფორმაციით,
სტიქიის ზონაში მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.

მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები