“ვწუხვარ გურიაში ბავშვის დაღუპვის და დაკარგულების გამო” – ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა,  ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა გურიაში ძლიერი გამო წყალდიდობის შედეგად დაღუპული ბავშვის გამო  სამძიმარი გამოთქვა.

დიპლომატმა საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმედია, დაკარგულ ადამიანებს ცოცხლად იპოვიან.

“ძალიან მაწუხებს ბავშვის დაღუპვა გურიაში, ვწუხვარ, რომ ხალხი იძებნება. იმედია, ყველას იპოვიან”,- თქვა ბორელმა.

შსს-ს ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის ფონზე მდინარეები ადიდდა, ჩამოწოლილია მეწყერი,  დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

უწყების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგულად სამი ადამიანი მიიჩნევა, თუმცა, მათგან ერთის – არასრულწლოვნის ცხედარი ნაპოვნია, გრძელდება ორი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები, მათგან ერთი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები