“მე არ მამოძრავებს არანაირი პოლიკური ამბიცია და არავის მიმართ არ მაქვს ბოღმა” (ვიდეო)

მე არ მამოძრავებს არანაირი პოლიკური ამბიცია, არავის მიმართ არც ბოღმა მაქვს და არც გაბრაზება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“მე არ მამოძრავებს არანაირი პოლიკური ამბიცია. არავის მიმართ არც ბოღმა მაქვს არც გაბრაზება. თუმცა გაბრაზებული ვარ, როცა ხალხს არ უშვებენ საზღვარზე. კარგი მე დამიკეტეთ საზღვარი, კოსტუმების ყიდვისთვის, ეს ხალხი გამოდის კოსტუმებისთვის კი არა, თავის პატარა ბავშვებისთვის ახალი სასწავლო წელისთვის აქ ყიდულობენ უფრო იაფად პროდუქციას, ახლა უნდა გამოეცვალათ საბაჟოზე პროგრამა? ეს რაღაცეები მაბრაზებს, მაგრამ ეს არ არის პიროვნული წყენა და პიროვნული გაბრაზება. ახლა არის დრო, როცა უნდა დავდგეთ ყოველგვარ პარტიულ ლოგიკაზე მაღლა, ყოველგვარ პირად ინტერესებზე მაღლა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია უკან წავიდა.
“ბოლო 1 წლის განმავლობაში ბათუმში არ დაწყებულა არც ერთი ახალი დიდი პროექტი, ყველაფერი რაც აშენდა, აშენდა იმის წინ, 4-5 წელიწადში. მე გული მიკვდება, გახეთქვაზე მაქვს, როდესაც ყოველდღე მესმის მკვლელობებზე, კრიმინალზე, ძალადობაზე.
იყო დრო მე დავდიოდი სარფში, რამდენჯერმე მოვხსენი მთელი საბაჟო შემადგენლობა ასეთი რაღაცეებისთვის. მერე შევქმენი სისტემა, რომელიც გამორიცხავდა რიგებს, კორუფციას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს სიტემა არ უნდა მიდიოდეს უკან, არ უნდა გაუარესდეს ის რაც უკვე გაკეთდა. ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ ხალხს ემსახურებოდეს”, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
როგორც სააკაშვილმა გუნდის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, დროა ახალი პოლიტიკური ჯგუფების გაჩენა, რომელიც ქართულ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.
“ჩვენ ახლა დიდი ისტორიული გამოწვევების წინაშე ვართ, რეგიონში ძალიან საინტერესო შესაძლებლობები იხსნება და ეს არ არის დრო, რომ საქართველო წავიდეს უკან. საქართველო უნდა წავიდეს, წინ, საქართველოს გაეხსნება უნიკალური შესაძლებლობები იმ დინამიკის გამო, რაც ახლა ჩვენს გარშემო ხდება. ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან.
ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი პოლიტიკური ჯგუფების გაჩენა, უნდა შევძლოთ ახალი აქტიურობი, ინიციატივების გაჩენა. ეს არ არის ერთ პარტიაზე დაფუძნებული, ეს უნდა იყოს მრავალპარტიული, მრავალჯგუფიანი და უნდა იყოს საერთო ქართულ ინტერესებზე დაფუძნებული. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში სიტუაციის გაუარესება და ქვეყნის უკან წასვლა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, არც თავდაცვის მინისტრს და არც პრეზიდენტს არ უნდა ეპყრობოდნენ ისე, როგორც ეპყრობიან.
“მე არ მომწონს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ასე დაკნინდა. არ მომწონს, რომ თავდაცვის მინისტრი ასე დააკნინეს, არ მომწონს რაც ხდება არმიაში და სამხედრო წარმოებაში, აქ პიროვნებეში არ არის საქმე. შეიძლება ხვალ გამოვიდნენ გამლანძღონ, მაგრამ რაც უნდათ ის უქნიათ. ინსტიტუტი არ უნდა კნინდებობდეს, მაგ პიროვნებებს ნამდვილად არ ვესარჩლები. 
რაც მთავარია საკუთარ ხალხს არ უნდა ეპყრობოდნენ ასე, ჩვენი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YBtkIJQbVIQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები