ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი მასშტაბური პროექტი – Starring Georgia საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოყვანას შეუწყობს ხელს
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი მასშტაბური პროექტი – Starring Georgia ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოყვანას, რაც რა თქმა უნდა შემოსავლებზე შესაბამისად აისახება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
„ყველა დიდი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ტარდება და მით უფრო საერთაშორისო ვარსკვლავების შოუები ქვეყნის ცნობადობაზე ძალიან პოზიტიურად მოქმედებს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მელომანები როდესაც ტურნეს, ვარსკვლავს მიჰყვებიან და კონცერტის მიზნით ჩადიან ამა თუ იმ ქვეყანაში ბევრად დიდხანს რჩებიან ტურისტად, რაც შესაბამისად ჩვენი ქვეყნის შემოსავლებზე აისახება“, – აცხადებს ომიაძე.
საქართველო მსოფლიო ვარსკვლავების მოლოდინში – მთავრობის მეთაურის ინიციატივით, კამპანია – Starring Georgia-ს ფარგლებში ჩვენს ქვეყანას თანამედროვე მუსიკის მეგა-ვარსკვლავები ესტუმრებიან. პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაციაა. კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.