მაია ომიაძე იმერეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე რეგიონებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მაია ომიაძემ იმერეთში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებთან რეგიონში ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და იმერეთის ტურისტული შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრა იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ჩართულობით გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ. კომპანიები და სასტუმროები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, თუ რა ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე იმერეთის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი – ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი – იოსებ ხახალეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე – მედეა ჯანიაშვილი და თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები