პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. დეტალური ინფორმაცია მთავრობის მეთაურს აღნიშნულ საკითხებზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მინისტრის მოადგილეებმა მიაწოდეს.
ენერგეტიკის სამინისტრომ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ასევე ელექტროენერგეტიკის განვითარების გეგმა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები