„ჟურნალისტებმა არ უნდა იარონ პროკურატურაში თავიანთი საქმიანობის გამო“

თბილისის მთავარ პროკურატურაში ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ეკა წამალაშვილი სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა.
ჟურნალისტი სავარაუდოდ „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით დაიბარეს.
როგორც დაკითხვაზე შესვლამდე წამალაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტებმა არ უნდა იაროს პროკურატურაში თავიანთი საქმიანობის გამო.
„მწყინს, როცა ვხედავ, რომ ჩემი სამშობლო ემსგავსება პუტინის რუსეთის ფილიალს. ჟურნალისტებმა არ უნდა იარონ პროკურატურაში თავიანთი საქმიანობის გამო. მადლობა იმიტომ გადავუხადე ბატონ ბიძინას, რომ ვთლი, ჩემი დაბარება არის ერთგვარი გაკვეთილზე დაბარება რიტორიკის გადაწყობის მიზნით. ბოლო დროს მქონდა გარკვეული დისკუსიები და ინფორმაციები და ჩავთავალე, რომ სწორედ ამან დააჩქარა დაინტერესება ჩემდამი“, – განაცხადა ეკა წამალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები