სარფის საბაჟოზე უკანონოდ შემოტანილი აქციზური მარკები აღმოაჩინეს
სარფის საბაჟოზე უკანონოდ შემოტანილი აქციზური მარკები აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო გამშვები პუნქტის “სარფის” ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დეკლარირების გარეშე შემოტანილი ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 1 195 000 ცალი მარკა თურქეთის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქე მ.ი.-ს ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 57360 ლარი შეადგინა.
მათივე განმარტებით, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.