მედიის ინფორმაციით, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე ძალოვანებმა ორი არასრულწლოვანი მოკლეს
ირანის სამხრეთ-დასავლეთით, იზეჰის დასახლებაში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი არასრულწლოვანი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი მოკლულთა ოჯახის წევრებთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილები 9 და 14 წლის ბიჭები არიან.
როგორც ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, შეიარაღებულმა პირებმა „ტერორისტულ თავდასხმისას“ შვიდი ადამიანი მოკლეს.