ჯონდი ბაღათურია – დავით გარეჯის საქმეზე: სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ გარიგებაში შედიოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ მოწმის სახით ჩვენება მისცა.

ბაღათურიას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ანტისახელმწიფოებრივ გარიგებაში შედიოდა.

„2007 წელს იყო განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს საკითხი კომისიის დონეზე არ წყდებოდა. გამოიკვეთა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი შედიოდა ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო გარიგებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, იგი ცდილობდა – საზღვარი ისე გავლებულიყო, რომ სტრატეგიული სიმაღლე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანს გადასცემოდა. მთავარსარდალი ამბობს, რომ მეზობელ სახელმწიფოს უნდა გადავცე სტრატეგიული მაღლობი იმიტომ, რომ მას ეს უნდა და ჩვენ ეს დავუდეთ საფუძვლად საკანონმდებლო ინიციატივას პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების შესახებ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები