ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სექტემბერში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, უკვე მესამედ პანდემიის შემდეგ, 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. სექტემბერში, შემოსავალმა 375 615 194 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +17.9%-ით აჭარბებს (+56 982 269 აშშ დოლარი).
2021 წლის სექტემბერთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 213 752 443 (+132.1%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.
ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის განმავლობაში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა.
2021 წლის იანვარი-სექტემბრის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები +1 651 528 684 (+190.8%) აშშ დოლარითაა გაზრდილი.