ირლანდიაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
პარასკევს საღამოს, ირლანდიის სოფელ არმსლოჰის გარეუბანში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ამის შესახებ “ევროპული სიმართლე” The Irish Times-ზე დაყრდნობით წერს .
აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა ბენზინგასამართი სადგური და დაზიანდა მის უკან არსებული საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი. აფეთქების შედეგად მეზობელი შენობების ფანჯრებიც გაბზარულია.
ბენზინგასამართი სადგურის გარდა, შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა, იყო მაღაზია, სილამაზის სალონი და სხვა ბიზნესდაწესებულება.