ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში კიდევ ორი, მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში, უკვე მეექვსე სარაკეტო გამოცდაა.
ამის შესახებ Yonhap იტყობინება.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის ცნობით, გაშვება ადგილობრივი დროით 6:01 და 6:23 საათზე ფხენიანის რაიონიდან დაფიქსირდა.
მათი შეფასებით, ერთ-ერთმა რაკეტამ დაფარა 350 კილომეტრზე მეტი მანძილი, მეორემ – დაახლოებით 800 კმ, ორივეს ჰქონდა მაქსიმალური სიმაღლე, დაახლოებით, 60 კმ.
4 ოქტომბერს ფხენიანმა, პირველად 5 წლის განმავლობაში, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ტერიტორიისკენ გაუშვა.
საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ 5 ოქტომბერს რაკეტების გამოყენებით ორი გამოცდა ჩაატარეს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ფხენიანის მხრიდან რაკეტების დღევანდელი გაშვება მოხდა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვის გამო დაგმო.
ფხენიანში განაცხადეს, რომ რაკეტების გაშვებას განიხილავენ, როგორც აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების საპირისპირო ღონისძიებას, რადგან მიაჩნიათ, რომ მანევრები რეგიონში დაძაბულობას აძლიერებს.