გიორგი ცუცქირიძე: პუტინს და მის მხარდამჭერ გენერალიტეტს, რუს იდეოლოგებთან ერთად ახალი ნიუნბერგი არ ასცდებათ

“რასაც ახლა რუსეთი უკრაინაში ჩადის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არის უკვე არა ჰუმანური ინტერვენცია, არამედ დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ამიტომაც მერამდენედ ვამბობ, რომ პუტინს და მის მხარდამჭერ გენერალიტეტს, რუს იდეოლოგებთან ერთად ახალი ნიუნბერგი არ ასცდებათ”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მაგრამ ისეთს რას აკეთებენ რუსები, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ?! პირველად ჰუმანური ინტერვენციაც საქართველოში განახორციელეს, როდესაც აფხაზეთიდან 300 ათასი ქართველი საკუთარ საშობლოში ლტოლვილად აქციეს! გაგრის საზარელი ტრაგედია 90 -იან წლებში, რა მაგათი წაქეზებული და სამხედრო ძალით მხარდაჭერილი არ იყო? თუ 2008 წელს სამაჩაბლოს სოფლები მიწასთან რომ გაასწორეს, რა მშვიდობიანი მოსახლეობა არ აქციეს ლტოლვილად, არ აწამეს, არ დახვრიტეს თუ როგორ იყო, ეგ ისტორია? თუ ეგეც ოსურმა ბანდფორმირებებმა ჩაიდინეს მაგათ გარეშე?
ეს არის რუსული ველიკოდერჟავული, უკვე აგონიის პირას მყოფი იმპერიის ნამდვილი სახე! ღორები ეგენი!
ამიტომ, როდესაც პუტინის რეჟიმი გასამართლდება, და ეს დროც ძალზე მალე დადგება, ყველა ის საქმე უნდა იყოს განხილული, რაც მათ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოს ოკუპაციის დროს ჩაიდინეს ამ 30 წლის მანძილზე, მესამე რაიხს და ნაცისტებს სხვა რამ განსხვავებული კი არ გაუკეთებიათ როდესაც მთელმა მსოფლიო გაიგო იმ საშინელი დანაშაულებების შესახებ, რასაც ოსვენციმში და დახაუს საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადიოდნენ!
არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც და სამწუხაროდ საქართველოშიც ბევრს შერცხვება რუსეთის აგრესიის გამართლება, ხოლო რელიგიურ და კონსერვატორულ საფარქვეშ ამოფარებული ამ ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა დროულად უნდა აიკრძალოს და დასჯადიც გახდეს!
ჭეშმარიტს ამბობდა მერაბ კოსტავა-რუსებმა შეჭამეს ქართველების სული და ზნეობა”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები