ლევან ნიკოლეიშვილი: ჯერ წაგებული ომი აზეიმეს ხალხს რუსთაველზე, ახლა უკრაინაში ხალხი იღუპება, კონცერტს ატარებენ
“ჯერ წაგებული ომი აზეიმეს ხალხს რუსთაველზე, ქართველი გმირების ცხედრები რომ უპატრონოდ იყო მიტოვებული მათ მიერ, რუსეთისთვის ჩაბარებულ ქართულ მიწაზე, ახლა უკრაინაში რომ ხალხი იღუპება, კონცერტს ატარებენ”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი რუსთაველზე მიმდინარე კონცერტს.
,,ჯერ წაგებული ომი აზეიმეს ხალხს რუსთაველზე, ქართველი გმირების ცხედრები რომ უპატრონოდ იყო მიტოვებული მათ მიერ, რუსეთისთვის ჩაბარებულ ქართულ მიწაზე, ახლა უკრაინაში რომ ხალხი იღუპება, კონცერტს ატარებენ… ვინ ხართ, სად გაიზარდეთ, რა უსისხლო მანქურთები ხართ ასეთი…
თან იძახით, ეს კონცერტი უკრაინის ტელევიზიით გადაიცემაო. უკრაინა თავის იცავს აგრესორისგან თუ თქვენს კონცერტს უყურებს, მართლაც და ვინ ხართ…” – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.