გურამ მაჭარაშვილი: გიგი უგულავას განცხადებამ რადიკალური ოპოზიციის მიზნებს საბოლოოდ ფარდა ახადა
„გიგი უგულავამ თქვა, რომ უნდა იყოს მუქარები, ბოძებზე გაიკრას სურათები, უნდა დამუნათდნენ ოჯახის წევრები და, მათ შორის, ბავშვები. სამწუხაროდ, ეს არის მათი სახე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უგულავას განცხადებამ რადიკალური ოპოზიციის მიზნებს საბოლოოდ ფარდა ახადა.
„უგულავამ თქვა, რომ უნდა იყოს მუქარები, ბოძებზე გაიკრას სურათები, უნდა დამუნათდნენ ოჯახის წევრები და, მათ შორის, ბავშვები. სამწუხაროდ, ეს არის მათი სახე. შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოებას ამ მუქარის დამაჯერებლობა აქვს, რადგან მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ყველაფერი გაკეთებული აქვთ. როცა ახლა ოპოზიციაში ხარ და ასე იმუქრები, გააკეთებ იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდი. დიდი კვლევა არ სჭირდებოდა იმას, რა სურდა რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ უგულავას განცხადებამ წერტილი დაუსვა იმას, რა მიზანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს, სააკაშვილის შიმშილს. ამას უგულავამ უპასუხა მისი გულწრფელი განცხადებით. სამწუხაროდ, საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ საჯარო მუქარებს მიჩვეულია, მაგრამ გიგი უგულავას განცხადებამ რადიკალური ოპოზიციის მიზნებს საბოლოოდ ფარდა ახადა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვინც უმოქმედოა, უკანონოდ აკავებს აქტივისტებს, ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდის ნიღაბი გადაარჩენს, რადგან ყველას გვარი იქნება ონლაინ გამოქვეყნებული.