გია ვოლსკი: ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია – წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა
„ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ, თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი ლაპარაკობს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა.
“ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია. ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა. ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ, თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი აკეთებს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტის შესაძლო დამნაშავე დავაკავეთ. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება?! რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს?! ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.