გია ვოლსკი: საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის პოზიციები გაძლიერდა

“საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის პოზიციები გაძლიერდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გაერო-ში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„რეგიონული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდეს მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. საინტერესო შეხვედრები გაიმართა გაერო-ში და მე ვფიქრობ,  საქართველოს გარკვეული პოზიციები გაძლიერდა არა მარტო ევროკავშირის სისტემაში, არამედ, ზოგადად, რეგიონული ლიდერის პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები