“ნაციონალების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კენჭისყრაზე უარს აცხადებს

წინა მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, დათა შელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეთიშება. როგორც შელია სოციალურ ქსელში წერს, ის კენჭს აღარ იყრის ანაკლია-ერგეტა-ორულუსა და დიდინეძის მაჟორიტარად.

“მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ანაკლიელებო. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ოთხი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ანაკლიის მაჟორიტარ-დეპუტატი, თქვენთვის პირნათლად რომ მემსახურა მიუხედავად ყველაფრისა უფრო მეტის გაკეთება მინდოდა თითოეული თქვენგანისა და ანაკლიისთვის.  ბევრი რამ ვერ მივიყვანე ბოლომდე. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ობიექტური მიზეზების გამო, უარს ვამბობ, კენჭი ვიყარო ანაკლია-ერგეტა-ორულუსა და დიდინეძის მაჟორიტარად. მე ბრძოლას არ შევწყვეტ ანაკლიისა და ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ და სანამ შემეძლება, როგორც ყოველთვის, შემდგომშიაც თქვენ გვერდით ვიქნები დიდი სიყვარულით, თქვენი დათა შელია”, – წერს დათა შელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები