გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობამ“ ხელი გინდ მოაწეროს, გინდ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეცვლილა
“ნაცმოძრაობამ“ ხელი გინდ მოაწეროს, გინდ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეცვლილა, გააფთრებით ცდილობენ ნებისმიერი საკითხი დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” სტრატეგია არ შეუცვლია.
“ნაცმოძრაობამ“ ხელი გინდ მოაწეროს, გინდ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეცვლილა – ნებისმიერი საკითხი, ეხება ეს ვალუტის კურსს, პანდემიას, ფაროსანას, თუ სხვა ვითარებას, თუნდაც ადამიანების გარდაცვალებას, გააფთრებით ცდილობენ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ. არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავის სტრატეგია შეცვალა. 2014 წლიდან მოყოლებული მუდმივად რევოლუციურ სცენარზეა ლაპარაკი და როგორც კი ხელი მოეწერა ამ დოკუმენტს ჩვენი მხრიდან, როგორც კი პარლამენტში შემოვიდნენ, იმ წუთშივე ნათელი გახდა, რომ ეს დოკუმენტი დამატებით მექანიზმად გამოიყენება იმისათვის, რომ დესტაბილიზაციას შეუქცევადი ხასიათი მისცენ. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე პერსპექტივა არსებობს ამ სტრატეგიის შეცვლისა, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მოუსმინოს, რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილი და რა განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები. თუ ვინმეს უნდა დაწესებოდა სანქცია, ესენი იყვნენ იმ სადისტური მმართველობის ლიდერები, კონკრეტული პირები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხისგებაში არიან მიცემული, ზოგი გაქცეულია, ზოგი თავის სასჯელს იხდის და ზოგმა მოიხადა. თუკი სანქცია ვინმეს ეკუთვნოდა, სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ოჯახების კისერზე გადაიარა”, – განაცხადა ვოლსკიმ.