ნიკა მელიას მიერ მანდატის დატოვების მიუხედავად, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში რჩება – “ჩვენ ჩავერთვებით მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში”

ნიკა მელიას მიერ მანდატის დატოვების მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რჩება.

როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, პარტია მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვება.

„ჩვენ ჩავერთვებით მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ეს ცვლილებები ვერ იქნება მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ნამდვილად არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები