ოლივერ ვარჰეი: მიხარია, რომ პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ იქ, სადაც თავიდანვე უნდა ყოფილიყვნენ, შეთანხმების განსახორციელებლად ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება გვჭირდება
„მიხარია, რომ შევსებულია პარლამენტი და პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე, სადაც უნდა წარმოებდეს პოლიტიკური დებატები”, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელი ყველამ უნდა მოაწეროს.
„ძალიან გამიხარდა პარლამენტის წევრებთან შეხვედრა. მიხარია, რომ შევსებულია პარლამენტი და პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე, სადაც უნდა წარმოებდეს პოლიტიკური დებატები. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება, რათა განხორციელდეს შეთანხმება. ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებაზე, ყველას ჩართულობა გვჭირდება“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.