თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება.

პროცესი აეროპორტში ძიუდოისტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება.

“ჩემთვის ეგ არსება არაფერს წარმოადგენს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ეს არის ჩვეულებრივი დეგრადირებული, ლუდომანიისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელმაც გაფლანგა ყველაფერი, რაც სპორტში მოიპოვა. დიღმის ჭალებში მიიღო კარიერი და ახლა კარგად ცხოვრობს იმ თავდასხმის მერე”,- აღნიშნა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები