მეუფე გრიგოლი: ბავშვების საკითხს პასუხისმგებლობით სჭირდება გაძღოლა, სახელმწიფოსგან იქნება, თუ ეკლესიისგან
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მეუფე გრიგოლი მიესალმება იმ ღონისძიებების გატარებას, რაც პრობლემას აღმოფხვრის.
“ბავშვების საკითხს პასუხისმგებლობით სჭირდება გაძღოლა, სახელმწიფოსგან იქნება, თუ ეკლესიისგან. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, მე ის ვიცი, რაც არის ახლა ძალიან დიდი ხმაური და სიმართლე ვთქვათ აი, ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ. აი, ასეთი რამ გვემართება ხოლმე, ამიტომ ის რომ სასამართლოს მიუღია დადგენილება, იმედია მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. მე მივესალმები თუ უწესრიგობაა, წესრიგის დამყარებას. თუ დანაშაულია აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორებას, ანუ იმ ღონისძიებების გატარებას ეკლესიიდან თუა საჭირო ეკლესიიდან, თუ სახელმწიფოდანაა საჭირო, სახელმწიფოდან იმ ნაბიჯებს, რომლებიც აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს დღეს მთელ საზოგადოებას. დღეს უკვე მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რამდენადაც ვიცი შემოწმება ტარდება”,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.