კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 263, აჭარაში – 53, იმერეთში – 50

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარაში – 53, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 44, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც: 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 419, აჭარაში – 499, იმერეთში – 571. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში – 443, აჭარაში – 96, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 6, იმერეთში – 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები