“არ დაამტკიცოს პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი” – ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

“არ დაამტკიცოს პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი” – ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ არ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობიდან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 20 ივნისის აქციის დაშლის მაგივრად სადამსჯელო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ კანონპროექტს ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები