ნინო ბურჯანაძე: სერიოზული კითხვის ნიშანი აქვს ამერიკას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით

“სერიოზული კითხვის ნიშანი აქვს ამერიკას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურაჯანაძემ განაცხდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლელი პარტნიორების გზავნილებს არასწორად აფასებს.

„როცა საუბარია იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარება საკმარისი არ არის და არჩევნებს უნდა ენდობოდეს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშანი აქვს ამერიკას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იყო ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული უკან დემოკრატიის გზიდან და გადახვევა დემოკრატიის გზიდან, ეს სერიოზული გზავნილია. როცა ლაპარაკია, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, რა უხარია „ქართულ ოცნებას“, მართლა ვერ ვხდები. ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ყველას უნდა, ეს ნათელი და გასაგებია. მათ შორის, როცა საუბარია პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ განაცხადა, თუ მოხდება ისე, რომ გამოუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ, ასეთ შემთვევაში ნამდვილად შესაძლებელია პარლამენტში მუშაობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები