ქუთაისში “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

“არა გიგანტურ ჰესებს”- ამ ლოზუნგით ქუთაისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და პოლიტიკოსები “ნამახვანჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამოიწურა, ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება – შეაჩეროს კომპანია “ენკამ” მუშაობა და 100 წლით გასხვისებული ტერიტორია დაუბრუნდეს სახელმწიფოს.

აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

მათი თქმით, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მშენებლობა არ შეჩერდება.

“ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, სიმართლე ჩვენს მხარესაა. მოვითხოვთ, კომპანია “ენკამ” დატოვოს ხეობა და გაუქმდეს განკარგულება, რომლითაც 100 წლით გადაეცა ინვესტორს ტერიტორია. მოთხოვნები უცვლელია, ამასთან ვითხოვთ, ეკონომიკის მინისტრის გადადგომას. ჩვენ არსად გვეჩქარება და ბოლომდე ვიბრძოლებთ”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები