პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი კარვებისგან თავისუფალია
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი კარვებისგან თავისუფალია.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც პარლამენტთან დარჩნენ, კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. სამართალდამცველებმა მათ მიუთითეს, რომ არ ჰქონდათ მოძრაობის შეფერხების უფლება, რადგან, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, რის შემდეგაც კარვები აიღეს.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა გაიმართა, პარლამენტთან აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან.