პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა.

როგორც ,,კვირას” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციის ერთ-ერთი მონაწილე წაიქცა, თავის ტრავმა მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები