რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

“სოლიდარობა ნიკა მელიას” – ამ მოწოდებით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელია დაკავების შემდეგ გადაიყვანეს, მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად თბილისიდან რუსთავამდე ავტოკოლონებით მსვლელობა გამართეს.

პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პოლიტპატიმრების გვერდით დგომა საჭიროა.

“როცა ხალხს ახსოვხარ, გაცილებით ძლიერი ხარ. ამიტომ, ყველა პოლიტპატიმარს გვერდით უნდა დავუდგეთ. მთავარია, რომ ეს პროტესტი გენერირებას აკეთებს უცხოური მხარდაჭერით და სწორედ ეს არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილის უმსგავსო რეჟიმს გატეხს”, – აღნიშნა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები