“გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა, არგუმენტები, რომლებიც მის პოზიციას გაამყარებდა, ვერ მოვისმინეთ”

“ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მმართველი გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

“გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა, არგუმენტები, რომლებიც მის პოზიციას გაამყარებდა, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები