NDI: გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41%-მა განაცხადა, რომ ახალი პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, 32%-მა განაცხადა, რომ ამ მოლოდინს არ ეთანხმება, 27%-მა კი თქვა, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტი უფრო ეფექტურად გაუწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას. 28% საპირისპიროს ფიქრობს და აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის ზედამხედველობა უფრო ეფექტური არ იქნება.

36%-ს აქვს მოლოდინი, რომ ახალი პარლამენტის წევრები ეთიკურად მოიქცევიან, საპირისპირო აზრზეა გამოკითხულთა 28%.

33%-ის შეფასებით, ახალი პარლამენტი უფრო აქტიურად ჩართავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პარლამენტის საქმიანობაში. ამ მოლოდინს არ ეთანხმება გამოკითხულთა 29%, 37%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები