პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ღამის კარავში გატარებას აპირებს

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ღამის კარავში გატარებას აპირებს – ამის შესახებ  ჟურნალისტებს „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა კახა კვეკვესკირმა განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით,  კარავში 20-მდე ადამიანი დარჩება, რომელთაც საშვები არ აქვთ.

„აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები, „კომენდანტის საათის“ გაუქმება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს აქცია არის უწყვეტი, ვრჩებით ადგილზე და 20-მდე ადამიანი ღამე ვაპირებთ კარავში ვიყოთ. საშვები არ გვაქვს, მაგრამ დილიდანვე ვცდილობდით პოლიციასთან გვეთანამშრომლა წესრიგის დაცვის კუთხით და ამ სუბორდინაციას ერთმანეთში ვიცავთ“, – განაცხადა კვეკვესკირმა.

მოძრაობის, ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ სამოქალაქო სექტორს მოუწოდა პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

„მოგიწოდებთ, გამოიღვიძოთ და მოხვიდეთ აქ, ერთად შევქმნათ გამარჯვება! ჩვენი მოთხოვნებია „ლოქდაუნში“ გამოკეტილი ადამიანების სოციალური დახმარება, პირველადი მედიკამენტების მიწოდება სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც შიმშილისგან იღუპებიან და ორი თვე ვერაფრით გაძლებენ“, – განაცხადა ნარსიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები