ბექა ოდიშარია: სტატიაში აღნიშნულ მშენებლობასთან არანაირ შემხებლობაში არ გახლავართ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოაციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რასაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“ძვირფასო მეგობრებო ვისარგებლებ შემთხვევით და საჯაროდ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადებ შემდეგს: სტატიაში აღნიშნულ მშენებლობასთან არანაირ შემხებლობაში არ გახლავართ! ისევე, როგორც  ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელებულ წინასაარჩევნო ფეიკ/ყალბ ინფორმაციასთან, რომ ბათუმში თითქოსდა ვფლობ 22 სართულიან კორპუსებს!  სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში მიმდინარე არცერთ მშენებლობასთან კავშირი არ მაქვს და ზემოთაღნიშნულ საკუთრებებში არ გამაჩნია არცერთი კვადრატული სანტიმეტრიც კი! თუ რამ უძრავი ქონება გამაჩნია ყველაფერი შეძენილი მაქვს 2016 წლამდე,გარდა სრულიად უნიშვნელო ასეთი ტიპის აქტივობის! მეტიც მიმდინარე პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე გავყიდე უძრავი ქონება!

…და ბოლოს დასანანია, რომ მიუხედავად ჩემი გულწრფელი ცდისა, დამარცვლით ამეხსნა აღნიშნული პუბლიკაციის ავტორისათვის, რომ არ ვარ არცერთ მშენებლობასთან შემხებლობაში, მან მაინც მომიხსენია სტატიაში. არჩევნები დასრულდა, ფეიკების დასასრულს კი პირი არ უჩანს!

მეგობრებო ასე ნამდვილად ვერ დამაზიანებთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და უამრავი ადამიანი უწყის სიმართლეს, მათ შორის ჩემს შესახებ!

სიმართლე გითხრათ არც ვნერვიულობ, რადგან ერთადერთი პუბლიკაცია, რომელიც უდავოდ სამწუხაროა ეს კონკრეტული ადამიანის ნეკროლოგია დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ რეკლამაა და სი-ყალ-ბე!!!

გამოხმაურება კი, მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ როგორც სტატია იუწყება საკითხი შეეხება კონკრეტული ადამიანების კუთვნილ ანაზღაურებას.

მათაც მინდა მივმართო და ვურჩიო, რომ, თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა ბუნებაში , მიმართონ შესაბამისს სტრუქტურებს და დარწმუნებული ვარ შედეგიც შესაბამისი დადგება!!! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას”, – წერს ოდიშარია.

ცნობისთვის, გავრცელდა განცხადება გონიოში სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის, ლევან კილაძის, რომელიც ამბობს, რომ მშენებლობაზე ამუშავეს და ხელფასი არ მისცეს. მისი თქმით, სულ 15 მუშა მუშაობდა და ჯამში 27 ათასი ლარი ჰქონდათ ასაღები. 16-სართულიან სასტუმროს გონიოში კომპანია „ლაბაუ გონიო“ აშენებს. ეს კომპანია სასტუმრო „მგზავრებსაც“ ფლობს, რომლის გვერდითაც მშენებლობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით,  „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციებს ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები