საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

ევრობასკეტი – 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია. ჩვენი გუნდი დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება და პირველი მეოთხედი გუნდმა 27:24 მოიგო. მეორე პერიოდის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, შერმადინიც გააქტიურდა, პირველი ტაიმი კი 56:49 მოიგო.

მეოთხე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაიბრძოლა, ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა იმარჯვა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრაც მოიგო.

საქართველოს გუნდიდან 24 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 17 – შენგელიამ, 12 – ბაქრაძემ, 11 – შერმადინმა, 9 კორსანტიამ, 8 – ფევაძემ, 6- ბექაურმა, 3 – ბოქოლიშვილმა და 1 – ლონდარიძემ, ხოლო სტუმართაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკო მლადიანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები