კოვიდპაციენტების მიღება „ჯეო ჰოსპიტალის” ჭიათურის კლინიკამ დაიწყო, ასევე, დაემატება ვანისა და ბორჯომის ჰოსპიტლები

“პრემიერმინისტრთან ყოველკვირეული შეხვედრა გაიმართა. ხდება ინფორმაციის გაცვლა, თუ როგორი იყო წინა კვირა, რამდენი საწოლი დავამატეთ და როგორ იმართებიან პაციენტები”, – ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდვების შესაძლო ეფექტს, რომელიც ჰოსპიტლურ სექტორებზე პირდაპირ აისახება.

„მოხდა დამატებითი საწოლების გამოყოფა სხვადასხვა ჰოსპიტლური ქსელიდან. მაგალითად, ჩვენს ქსელში ჭიათურაც დავამატეთ, კვირის ბოლოს კი ვანისა და ბორჯომის ჰოსპიტალი იქნება დამატებული. ასევე, განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით ამ პროცესისთვის. თავისთავად სიტუაცია არისრთული, თუმცა, მართვადი ამ ეტაპზე. ვისაუბრეთ ონლაინკლინიკების ეფექტურობაზე, რომელიც საქართველოს ბევრ რეგიონში შესაძლებელია, ჩაირთოს და ბინაზე დარჩენილი პაციენტებისთვის უფრო ეფექტური გახდეს, უფრო შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა”, – განაცხადა ნინა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები